.

ჩახუთულ ფანჯრებს ახლა მხოლოდ ფიქრები ლეწავს.

განწყობით უნიათოს ეს ფიქრებიც მორბენალი სტრიქონივით გიკრთიან წინ.

ყველა მორალი ერთ ბლაგვ საგანში ალეწილა.

ილუმინატორი ტყდება.

– მერე ?!

მზესთან ახლოს არ ვარ და ესაა ყველაფერი რაც არ მაქვს, არც მქონია და არც არასდროს მექნება.

ცხოვრებაში ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა. თუმცა, საცდელად ღირს – სიცოცხლის მერე, ვეღარ გაიმარჯვებ.
ახლა ფიქრობ არაო, მაგრამ აბა გადახტი, ფანჯრები ხომ დალეწილია.

– გეშინია არა?

უბადრუკო.

ერთადერთი რამ, რაც გვაერთიანებს ადამიანებს შიშია


მაგარი როჟაა ცხოვრება, მაგრად ღადაობს ჩვენზე.15592053_769755506509144_57887405_n

.

ოთხი კედელი არსებითად ჯოჯოხეთადაც შეიძლება აღიქვას თუ ისინი ცენტრისკენული აჩქაებით უახლოვდებიან ერთმანეთს შენს ცოცხალ ილუზიაში, შენივე მიმართულებით. დგახარ შუაში და სხვა ხსნას რომ ვეღარ პოულობ, ისედაც პატარა არსება კიდევ უფრო პატარავდები.
– უაზრობაა, ვაკუუმში მოქცეული ნებისმიერი მგზნებარე არსება ტანჯვისთვისაა განწირული. ასე მეორდება ყოველ დღე, ყო ველ დღე. ეშაფოტი მესამე სართულზეა მოწყობილი. გარედან ყველაფერი იდეალურს გავს, მე კი სახლი ყელში მიჭერს. აი ისე, ტანსაცმელი რომ დაგიპატარავდება და შიგნით ვძლივსღა ეტევი. ზიხარ და საზრდოობ შოკოლადის ფილებით, კიდევ უფრო იჩქარებ მიტოზს და იშიშვლებ ენთუზიაზმს, კიდევ ერთხელ გაერთიანებს შიში ადამიანთან, ანუ იმ ნაბიჭვარ არსებასთან, რომელიც ყოველთვის იმას იღებს, რაც დაიმსახურა.
– წახვალ და მოგენატრება აქაურობა. ეს ხომ სახლის მარადიული კანონია, მ.
ცხელა.
ფლეგმატურობა იწვის ან დიდი ხნის წინ დაიწვა.
ნეტა ნამდვილი იმპრესიონისტი ვიყო, ან ბოდლერის ბოროტ ყვავილად დამრგონ ბესიკის ბაღში.
თუ ოდესმე დომენიკო შემხვდა, ვეტყვი რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მაგრამ მოვატყუებ.
ფიზიკურ და პიროვნულ ზრდაში თუ ემთხვევით გაგიმართლათ.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.